AboutUsLogo
სსსაქართველოს ბანკისშვილობილი კომპანიის“Direct Debit Georgia”-სერვისი epay.ge” ონლაინ გადახდების ვებგვერდია, საიდანაც თქვენ სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ შეძლებთ სხვადასხვა ტიპის გადახდის შესრულებას.
epay.ge იმეორებს უკვე პოპულარული სერვისის – „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკის – Express Online-ის – ინტერფეისს. შესაბამისად, epay.ge-ს დიზაინი უკვე კარგად ნაცნობი და გამოსაყენებლად მოსახერხებელია.
epay.ge-ზე გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის ნებისმიერი ბარათით. გადახდისთვის საკმარისია შემდეგი ინფორმაცია: ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა და ბარათის CVC2 კოდი.
epay.ge გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე გადასახადის ერთდროულად გადახდა. ამ შემთხვევაში ბარათის მონაცემების შეყვანა მხოლოდ ერთხელ დაგჭირდებათ.
epay.ge-ზე რეგისტრაციის შემთხვევაში მიიღებთ დამატებით არაერთ უპირატესობას – თქვენ შეძლებთ: ყველაზე ხშირად გამოყენებადი გადახდების შაბლონების შექმნას; ინფორმაციის მიღებას ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში შესრულებული გადახდების ისტორიის შესახებ.
epay.ge-ზე რეგისტრაციის შემთხვევაში თქვენ ასევე შეძლებთ შეტყობინებების სერვისით სარგებლობას და აღარ დაგჭირდებათ იმის დამახსოვრება, თუ როდის უნდა გადაიხადოთ ესა თუ ის გადასახადი. თქვენ თავადვე შეგიძლიათ აარჩიოთ, თუ რომელ პროვაიდერზე გსურთ შეტყობინების მიღება, მიუთითოთ epay.ge-ზე შეტყობინების მიღების სასურველი თარიღი და ასევე აარჩიოთ შეტყობინების მიღების არხი –  SMS-ი ან ელფოსტა.
დამატებითი ინფორმაციისთვის სერვისის შესახებ გთხოვთ იხილოთ ხშირად დასმული კითხვები
mBank

გაიცანით ახალი მობილბანკი

გადახდები უკვე შესაძლებელია mBank-ის აპლიკაციაში