რომელი ბანკის ბარათით არის შესაძლებელი გადახდა?

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის (მათ შორის, უცხოური) ბარათით.

რა არის საჭირო გადახდის შესრულებისთვის?

გადახდის შესრულებისთვის აუცილებელია პროვაიდერის არჩევა, აბონენტის მითითება და ბარათის მონაცემების შეყვანა. თუ ბარათზე არის საკმარისი თანხა, გადახდა შესრულდება მომენტალურად.

ბარათის რა მონაცემების მითითებაა საჭირო?

გადახდის შესრულებისთვის საჭიროა ბარათის ნომრის, მოქმედების ვადისა და CVC 2 კოდის მითითება. CVC 2  არის 3 ციფრი, რომელიც პლასტიკური ბარათის მეორე მხარესაა განთავსებული.

რამდენად უსაფრთხოა ბარათის მონაცემების მითითება?

www.epay.ge წარმოადგენს უსაფრთხო ვებგვერდს, რომელიც არ იმახსოვრებს თქვენ მიერ მითითებულ ბარათის მონაცემებს.

რამდენია მომსახურების საკომისიო?

მომსახურების საკომისიო განსხვავებულია პროვაიდერების მიხედვით. ასევე რიგ შემთხვევაში შესაძლებელია საკომისიო განსხვავებული იყოს სს „საქართველოს ბანკისა“ და Georgian Card-ის საპროცესინგო ცენტრში ჩართული ბანკების (ბანკი რესპუბლიკა, ბითიეი ბანკი, First Credit Union და მინიკრედიტი) ბარათებისთვის და სხვა ბანკის ბარათებისთვის.

შემიძლია ერთდროულად რამდენიმე გადასახადის გადახდა?

www.epay.ge-ზე შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე გადასახადის გადახდა, ამისთვის კლიენტმა უნდა შეინახოს გადახდები კალათაში. რამდენიმე გადასახადის ერთდროულად გადახდის შემთხვევაში კლიენტს მხოლოდ ერთხელ სჭირდება გადახდის შესრულებისთვის საჭირო ბარათის პარამეტრების მითითება.

როდის აისახება პროვაიდერის ანგარიშზე ჩემ მიერ გადახდილი თანხა?

პროვაიდერთან თქვენ მირ გადახდილი თანხის ასახვა მოხდება მომენტალურად.

შესაძლებელია გადახდა შაბათ-კვირას ან არასამუშაო საათებში?

გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. არასამუშაო დღეებსა და საათებში გადახდილი თანხაც პროვაიდერთან აისახება მომენტალურად.

როგორ გავიარო ავტორიზაცია ვებგვერდზე?

ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა სამი გზით არის შესაძლებელი:

  • სს „საქართველოს ბანკის“ დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელითა და პაროლით;
  • www.epay.ge-ს მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელიც კლიენტს მიენიჭება www.epay.ge-ზე რეგისტრაციისას;
  • Facebook-ის ავტორიზაციის პარამეტრებით, ამ შემთხვევაში აუცილებელია კლიენტს იმავე ინტერნეტბრაუზერში გახსნილი ჰქონდეს Facebook-ის ვებგვერდი.

რატომ არის საჭირო ავტორიზაცია?

ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში კლიენტს დამატებით შეუძლია:

  • ისარგებლოს შეტყობინებების სერვისით;
  • ნახოს ადრე შესრულებული გადახდები, მიიღოს ამონაწერი;
  • ისარგებლოს შაბლონებით;

ავტორიზაციის გარეშე შესაძლებელია გადახდა?

გადასახადის გადახდა (მათ შორის, რამდენიმე გადასახადის ერთდროულად გადახდა) შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გარეშე.

როგორ ვისარგებლო შაბლონებით?

შაბლონებით სარგებლობისთვის აუცილებელია კლიენტი იყოს ავტორიზებული. ავტორიზებულ კლიენტს გადახდის შესრულების შემდეგ შეუძლია გადახდის ოპერაციის შაბლონად შენახვა და შემდგომში აღარ მოუწევს აბონენტის ნომრის მითითება. თუ კლიენტი ავტორიზებულია სს „საქართველოს ბანკის“ დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო პარამეტრებით, ამ შემთხვევაში კლიენტი ისარგებლებს როგორც www.epay.ge-თ შექმნილი შაბლონებით, ასევე სს „საქართველოს ბანკის“ დისტანციურ არხებში (www.ibank.ge; www.eonline.ge; მობილბანკი) შექმნილი შაბლონებით.

თუ მომხმარებელი ავტორიზებულია epay.ge-ს/Facebook-ის პარამეტრებით, კლიენტი ისარგებლებს მხოლოდ იმ შაბლონებით, რომელიც შექმნა www.epay.ge-ზე, როდესაც epay.ge-ს/Facebook-ის პარამეტრებით იყო ავტორიზებული.

როგორ ვნახო ადრე შესრულებული გადახდები?

ავტორიზებულ მომხმარებელს შეუძლია ნახოს ბოლო 12 თვეს შესრულებული გადახდები ვიჯეტში „ისტორია და შაბლონები“. ასევე შესაძლებელია გადახდების ფილტრაცია თარიღებით, თუ მომხმარებელს სურს კონკრეტულ თარიღში შესრულებული გადახდ(ებ)ის ნახვა. იმავე ვიჯეტიდან შესაძლებელია გადახდების ამონაწერის მიღება PDF ფორმატში.

რატომ უნდა ვისარგებლო შეტყობინებებით?

შეტყობინებების ფუნქციით სარგებლობის შემთხვევაში www.epay.ge კლიენტს შეახსენებს, რომელი პროვაიდერის გადასახადი აქვს გადასახდელი. ასევე აცნობებს გადასახდელ თანხას. აღნიშნული ფუნქციის დახმარებით კლიენტს არ დაავიწყდება გადასახადის გადახდა და თავიდან აიცილებს ელექტროენერგიის შეწყვეტას, გაზის გათიშვას, მობილურის ბალანსის ამოწურვას და ა.შ.

რა სახის შეტყობინებებს მივიღებ ვებგვერდისგან და როგორ?

მომხმარებელი შეტყობინებების გვერდზე თავად უთითებს, რომელ პროვაიდერზე სურს შეტყობინების მიღება, ასევე ირჩევს შეტყობინების მიღების პერიოდულობას ან თარიღს. კლიენტს შეტყობინების მიღება შეუძლია როგორც ელფოსტაზე, ასევე SMS-ით.

mBank

გაიცანით ახალი მობილბანკი

გადახდები უკვე შესაძლებელია mBank-ის აპლიკაციაში